,,გვაქვს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან, იმედი გვაქვს პატრიარქი შეგვხვდება და გვერდში დაგვიდგება” – დავით სააკაშვილი

გვაქვს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან, იმედი გვაქვს პატრიარქი შეგვხვდება და გვერდში დაგვიდგება – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ,  დავით სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სჯერათ ეკლესიის ჰუმანურობის.

,,სასამართლოზე მიშა ვეღარ გამოცხადდა, რაც მეტყველებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია. როგორც განვაცხადეთ 6 საათამდე დრო, ჯერ კიდევ გვჯერა ჰუმანურობის ჟესტის. საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა ადამიანების ჰუმანურობის, განსაკუთრებით საუბარია ეკლესიაზე, ასევე ვგეგმავთ შეხვედრას ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.