თანამედროვე იარაღის გამოყენებას იმაზე სწრაფად ვსწავლობთ, ვიდრე ზოგიერთი ხელისუფლება მათ მოწოდებას გადაწყვეტს – დმიტრო კულება

თანამედროვე იარაღის გამოყენებას იმაზე სწრაფად ვსწავლობთ, ვიდრე ზოგიერთი ხელისუფლება მათ მოწოდებას გადაწყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას საბჭოთა ეპოქის იარაღის მარაგი ეწურება, თუმცა რუსეთის აგრესია არ სრულდება.

„საბჭოთა ეპოქის იარაღის მარაგი მცირდება, მაგრამ რუსეთის აგრესია – არა. სწორედ ამიტომ უკრაინა გადავიდა თანამედროვე იარაღის გამოყენებაზე. წვრთნა აუცილებელია, მაგრამ ჩვენ სწრაფად ვსწავლობთ. ფაქტობრივად, თანამედროვე იარაღის გამოყენებას იმაზე სწრაფად ვსწავლობთ, ვიდრე ზოგიერთი ხელისუფლება მათ მოწოდებას გადაწყვეტს“,- განაცხადა კულებამ.