,,ყველას გთხოვთ, პირდაპირ ასე გეუბნებით, დაგვიდეგით ჩვენს ოჯახს გვერდზე” – გიორგი სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის ოჯახი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას გეგმავს. დაგეგმილია აუდიენცია ევროკავშირს ელჩთან, კარლ ჰარცელთან. მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ჰუმანიტარული მისიით მის ქვეყნიდან გაყვანაში დახმარებას სთხოვენ.

ოჯახმა დღეს ილია მეორეს კიდევ ერთხელ სთხოვა ჩანიშნოს აუდიენცია, რადგან ეს მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

,,ყველას გთხოვთ, გთხოვთ, პირდაპირ ასე გეუბნებით, დაგვიდეგით ჩვენ, ჩვენ ოჯახს გვერდზე. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, ჩვენაზეა დამოკიდებული, უნდა ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა, რომ მართლა მოვიდეს გონს და შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს. დავაფასოთ ადამიანის სიცოცხლე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სახე და არ შეიძლება მოვკლათ ქართველების ხელით”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა.