,,ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი“ – ჯორჯ ბუში ზელენსკიზე

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვოლოდიმირ ზელენსკის „ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი“ უწოდა.

მან უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ზელენსკის მადლობა გადაუხადა თავდადებისთვის.

„პატივი მქონდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის, მისი მაგალითისთვის და თავისუფლებისთვის თავდადებისთვის, მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ იყვნენ ჩართულნი პუტინის ბარბაროსობისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებულნი არიან მათი სიმტკიცით და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ თავისუფლებას“, – განაცხადა ბუშმა.