,,ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს საჭიროა აშშ-თან ძალიან ახლო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები და რისკები” – დავით ზალკანიანი

ვფიქრობ, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს საჭიროა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან ახლო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები და რისკები, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ წლების წინ ვმუშაობდი აშშ-ში, საქართველოს საელჩოში. ფაქტობრივად, ის გამოცდილება, რომელიც მაშინ დაიწყო, ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, წლების განმავლობაში გაძლიერდა, გაღრმავდა და დღეს უკვე უმაღლეს დონეზეა. თუმცა ჩვენ არასდროს ვართ კმაყოფილი მიღწეულით, მით უფრო დღეს, როდესაც მსოფლიო დგას ისეთი სერიოზული გლობალური მიღწევის წინაშე, როგორიც არის რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს უცხო არ არის, 2008 წლის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს საჭიროა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან ახლო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები და რისკები. ჩვენ უნიკალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ფაქტობრივად ვცხოვრობთ რუსულ ოკუპაციასთან ერთად, რუსული საოკუპაციო ძალები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში არიან და კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია გვმართებს აშშ-თან, რათა ქვეყანას ავაცილოთ ომის საშიშროება“, – აცხადებს ზალკალიანი.