,,დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ომანში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ენერგომატარებლებს ევროპის გარდა უამრავი მყიდველი ჰყავს და ევროპის ბაზრის თუნდაც სრულად ჩაკეტვა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას და აუხსნას თავის მოსახლეობას, რატომ უნდა გაღარიბდნენ ისინი“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ევროკავშირმა რუსულ ბუნებრივ აირზე თავისი დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებისა და 2030 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმის გეგმა გამოაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა.