ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია “მთავარი“ გახდება აზოვსტალი – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს ნიკა გვარამიას დაკავებას თანამშრომლები და ჟურნალისტები ეხმაურებიან.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თვითონ ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა.

“ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ!

და თვითონ ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა,“ – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.იგი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.