ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ Credit Suisse მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობს.

prnewswire.com-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნული რწმუნებული ივანიშვილის მითითებებს კვლავ არ ასრულებს. ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ სექტემბერში მოელიან სინგაპურის მიერ სარჩელის განხილვის დაწყებას, სადაც $800 მილიონზე დავობს.

ივანიშვილის განცხადების თანახმად, 11 და 14 აპრილს დამატებითი ინსტრუქციები გაიცა და მეურვემ კიდევ ერთხელ გადადო გადახდა ყოველგვარი სათანადო დასაბუთებისა და არგუმენტებზე დაფუძნებული განმარტების გარეშე. კლიენტი კვლავ პასუხობდა მეურვის შეკითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 29 აპრილის პასუხზე; თუმცა, მეურვემ ახალი „ანტირეკორდი“ დაამყარა ტრასტის პირობებისა და ბენეფიციარების ძირითადი უფლებების უხეში დარღვევით.

როგორც ივანიშვილის აცხადებს, მეურვე არასათანადოდ მას შემდეგ მოიქცა, რაც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო CS Life-ის წინააღმდეგ (Credit Suisse-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია) და მას დაავალა მოსარჩელეებისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა. სექტემბერში დაგეგმილია სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-ის მიერ დანიშნული მეურვეების ქმედებების შედეგად 800 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის მიყენების თაობაზე.

„ის ფაქტი, რომ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, მიუთითებს ბანკის ქცევის მუდმივ მოდელზე, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. მეტიც, ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ Credit Suisse ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც ბატონი ივანიშვილისთვის რეპუტაციის შელახვის საშუალება.

სამწუხაროდ, ეს საქციელი აღარ გვაკვირვებს, თუ გავითვალისწინებთ Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიას და შედეგად მიღებულ სასამართლო პროცესებს, რომლებსაც კლიენტი სხვადასხვა იურისდიქციაში აწარმოებს.

თუმცაღა, უცნაურად მივიჩნევთ, რომ Credit Suisse აგრძელებს თავის მოვალეობების შეუსრულებლობას და კლიენტების მიმართ უპატივცემულობას მაშინ, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. კიდევ ერთხელ, ეს შეფერხება, რომელიც ყოველგვარ საფუძველსა და დამაჯერებელ მიზეზებს არის მოკლებული, არ არის გამონაკლისი Credit Suisse ქმედებისთვის და კლიენტის უფლებების დარღვევა არ არის ბანკის ერთადერთი ჩავარდნა.

მაშინ, როდესაც Credit Suisse-ი ახალი „ანტირეკორდის” დამყარების პროცესშია, ისიც უნდა ითქვას, რომ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის უფლებების დარღვევა შვეიცარიის სასამართლოებში გრძელდება. სასამართლოების ასეთი ჩართულობის გამო, Credit Suisse-ის ვალდებულება კლიენტისთვის ვალის დაფარვის შესახებ შეუსრულებელი დარჩა არა 36 დღის, არამედ 36 თვის განმავლობაში. ოთხშაბათს დამატებითი მასალა გამოქვეყნდება, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს Credit Suisse-ი სასამართლო სისტემას დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და საბანკო სტანდარტების დარღვევისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.