,,არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან” – ერდოღანი

თურქეთმა ნატო-ს წევრებს აცნობა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე უარს იტყვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მან უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აპირებს ურთიერთობის გაწყვეტას არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და არც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აგრძელებს „სატელეფონო დიპლომატიას“ ორივე მხარესთან.

„არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან. ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. გავაგზავნე ჩემი სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშიც და კიევშიც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ახალი მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს“, – აღნიშნა ერდოღანმა.