,,მარიუპოლის შემდეგ რუსეთი ოპერაციას, სავარაუდოდ, დონბასში გადაიტანს” – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სავარაუდოდ მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში 1 700-მდე უკრაინელი სამხედრო დანებდა. მათი ცნობით, ქარხანაში უკრაინელი სამხედროების გაურკვეველი რაოდენობა რჩება.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ თუ რუსეთი მარიუპოლზე კონტროლს აიღებს ისინი ოპერაციას დონბასში გადაიტანენ.

დაზვერვის ცნობით, უკრაინის მდგრადმა გამძლეობამ მარიუპოლში ომის დაწყების შემდეგ ამ არეალში გამოიწვია ის, რომ რუსულ ძალებს მოუწევთ ხელახლა აღჭურვა და განახლება, ვიდრე სხვა ადგილას გადაჯგუფდებიან, რაც შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი იყოს.

„რუსი მეთაურები, წნეხის ქვეშ არიან, რომ დემონსტრაციულად მიაღწიონ ოპერაციულ მიზნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სავარაუდოდ სწრაფად გადაანაწილებს საკუთარ ძალებს, ადეკვატური მომზადების გარეშე, რაც მომავალი გამოფიტვის რისკებს ქმნის“- აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.