,,როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამ ქვეყნის ინტერესები ზიანდება” – იაგო ხვიჩია

როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამ ქვეყნის ინტერესები ზიანდება, – ასე ეხმიანება „გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია „ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას.

მისი თქმით, ბოლო 10 წელია ქვეყანაში ეს რეალობაა.

„როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამაში ერევიან ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და ზიანდება ამ ქვეყნის ინტერესები. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი. არ არსებობს დრო, როცა „ქოც-ნაცური“ ჩხუბი ქვეყანას მოუხდებოდა, მაგრამ ბოლო 10 წელია ამ რეალობაში ვცხოვრობთ და სულ მნიშვნელოვანი დროა ჩემი აზრით ქვეყნისთვის, ახლაც მნიშვნელოვანი დროა და ერთი წლის წინაც მნიშვნელოვანი იყო, მომავალშიც ასე იქნება. საჩხუბრად დროს არ უნდა ვხარჯავდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, „ევროპის სახალხო პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.