ქუთაისში 6 მარკეტი გაქურდეს, წაღებულია თანხა, ალკოჰოლური, გამაგრილებელი სასმელები, ტკბილეულობა და სიგარეტები

ქუთაისში 6 მარკეტი გაქურდეს. მაღაზიებიდან წაღებულია თანხა, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები, ტკბილეულობა და სიგარეტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის 1 პირია დაკავებული.