ლუდმილა დენისოვა უკრაინის სახალხო დამცველის პოსტიდან გადააყენეს

ლუდმილა დენისოვა უკრაინის სახალხო დამცველის პოსტიდან გადააყენეს.  გადაწყვეტილებას მხარი რადის 234-მა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც  რადაში რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფლოროვი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ  „დენისოვამ არ იმუშავა ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაზე, არ უზრუნველყო პატიმრების გაცვლის და დაცვის საკითხებზე, არ იმუშავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებისა და ბავშვების დეპორტაციის წინააღმდეგ”.
რადის დეპუტატი ამბობს, რომ ლუდმილა დენისოვა 24 თებერვლიდან დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, თუმცა არა რუსეთში ან ბელორუსიაში, სადაც მისი სტატუსი და უფლებამოსილება შესაძლოა დახმარებოდა პატიმრებს, დეპორტირებულებს და ოკუპაციის მსხვერპლებს, არამედ ცხოვრობდა ევროპაში – ვენაში, ვარშავასა და „სხვა თბილ, მშვიდ დასავლეთ ევროპაში”.