,,სულ მაქვს შიში, უცებ არ გაიშოტოს ჩემ წინ, ადამიანი ძაფზე კიდია” – ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სასწრაფოდ გადაწყვეტილებაა მისაღები“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, ექიმები აღნიშნავენ , რომ არ აქვთ გამოცდილება ამდენი დიაგნოზის ერთდროულად მართვის.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ექიმების, ამ ჯგუფის. უკვე დეტალურად, გადაწყვეტილება არის მისაღები, ნამდვილად ძალიან მძიმედაა, კი ცდილობს ხოლმე რაღაც არ შემამჩნევინოს, მაგრამ სულ მაქვს შიში, რომ ახლა უცებ არ გაიშოტოს ჩემ წინ, იმიტომ, რომ ადამიანი ძაფზე კიდია.

გადაყვანა უსათუოდ, რატომ იცით, ცალ-ცალკე ეს დიაგნოზები, რომლებიც მას აქვს დასმული აქაც შესაძლებელია მოევლოს, მაგრამ ბევრი როცა ერთად იყრის თავს, როგორც თვითონ ექიმები ამბობენ, ასე ერთად, არ ჰქონიათ ამის გამოცდილება ჩვენთან“, – აცხადებს გიული ალასანია.