ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს, თითქმის 125 000 კვ.კმ-ს ოკუპანტები აკონტროლებენ, გასათავისუფლებელია 2 603 დასახლებული პუნქტი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.  ამის შესახებ პრეზიდენტმა ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, შეტაკებები ფართო ტერიტორიაზე მიმდინარეობს და 2 603 დასახლებული პუნქტია გასათავისუფლებელი.

„ევროპული სახელმწიფოების უმეტესობისთვის ამ მასშტაბის ომი უკვე კოლოსალური იქნებოდა, თუმცა 24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ ეს არ იყო მისი მასშტაბები. მან აჩვენა რომ მისი ბოროტება გაცილებით დიდია. რუსი სამხედროები უკრაინაში 3 620 დასახლებაში შევიდნენ, 1 017 უკვე გათავისუფლდა, 2 603 რჩება გასათავისუფლებელი.

დღევანდელი მონაცემებით ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს, თითქმის 125 000 კვ.კმ-ს ოკუპანტები აკონტროლებენ. ეს ბევრად მეტია ვიდრე ყველა ბენილუქსის, ბელგია, ნიდერლანდები,ლუქსემბურგის, ქვეყნის ტერიტორიის ჯამური ფართობია,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, 2014 წლის გაზაფხულიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინამ 14 000 მეტი უკრაინელი დაიღუპა, 1.5 მილიონზე მეტი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.