ტრამპი: „კომპიუტერის ეპოქამ მიგვიყვანა იქ, სადაც არავინ იცის რა ხდება“

აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ახალი ანტირუსული სანქციების დაწესებას, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმიანება და ამბობს, რომ ის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად შეხვდება უსაფრთხოების სამსახურს. როგორც Reuters ავრცელებს ინფორმაცია, შეხვედრა მომავალ კვირას, ტრამპის ინაუგურაციამდე შედგება.

ვაშინგტონმა მოსკოვი საარჩევნო პროცესში ჩარევასა და დიპლომატებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, სწორედ ამიტომ ობამამ  რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე კი არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა:

-„ჩვენ ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, ვფიქრობ, კომპიუტერებმა ძალიან გაართულა ჩვენი ცხოვრება, კომპიუტერის ეპოქამ მიგვიყვანა იქ, სადაც არავინ იცის რა ხდება“.

სახელმწიფო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ შესაძლოა ტრამპმა გააუქმოს ეს სანქციები და რუსეთის დიპლომატებს აშშ-ში დაბრუნების საშუალება მისცეს.

კომენტარის დატოვება