ზვიად კვაჭანტირაძე: დედაქალაქს უნდა ვუშველოთ!

F-news

ზვიად კვაჭანტირაძე:

უმრავლესობის დეპუტატი

-“დღეს დავრწმუნდი, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი თუ არ შევზღუდეთ სამომავლოდ საფრთხე გარდაუვალია. მე ნამდვილად არ მადარდებს ავტოიმპორტიორების დაქადნებები და მათი შემოსავლების შემცირება. მე მადარდებს, რომ უსაფრთხო მოძრაობას დიდი პრობლემები ექმნება თბილისში და გარემოს დაბინძურების პრობლემასაც უხარისხო საწვავის გამო ვერადა ვერ ვაბამთ თავს.

სხვათაშორის კიარა და ძალიან საჭირო ინიციატივას ნერგავს პარიზის მერია. დიახ,  პარიზის მერია იმ მძღოლებს, რომლებიც მანქანებით გადაადგილებაზე უარს იტყვიან, მანქანების ავტოსადგომებზე უფასოდ პარკირებას სთავაზობს. ეს ერთ-ერთია იმ ნაბიჯების ჩამონათვალში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების შესამცირებლად გადადგა.

ჩვენც გვჭირდება გონივრული და ახალი ინიციატივები.

დედაქალაქს უნდა ვუშველოთ!”

 

კომენტარის დატოვება