შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე – „მართლმადიდებლობა“

30 დეკემბერს, კულტურულ-საგანმანათლებლო სახლ „კენოზისის“ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გაიმართა საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, თემაზე – „მართლმადიდებლობა“.

შეხვედრა მიეძღვნა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის მამათმთავრობის 39 წლისთავს.

შეხვედრა წარიმართა მონოლოგის და კითხვა-პასუხის რეჟიმში. პირველ ნაწილში მომხსენებელმა ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნებაზე, მის მისიონერულ მოღვაწეობაზე.

ასევე ისაუბრა მართლმადიდებლობაზე. თუ რა არის მართლმადიდებლობა, როგორია ღმერთი და როგორ უნდა გვქონდეს მასთან ურთიერთობა და სხვადასხვა სულიერ საკითხებზე.

მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად შეხვედრას არაერთი სასულიერო პირი დაესწრო.

წყარო: kenozisi.ge

შეხვედრის სრულ ვიდეო-ჩანაწერს მიღებისთანავე მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება