საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 20 ივნისს გამართულ აქციას “შინ ევროპისკენ” ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას. ამის შესახებ კრამონმა Twitter-ზე დაწერა.

“საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია.

ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”, – წერს კრამონი.