პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, ამის შესრულება რეალურია

„ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ამის შესრულება არის რეალური, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები.

„ევროპელმა ლიდერებმა ნათლად გვითხრეს, რომ საქართველოს მმართველობას ჩამოაშორეთ ოლიგარქი, გაატარეთ რეფორმები და იმ წუთიდან ღია იქნება ევროპის კარი, როგორც კი ამას შეძლებთო. სწორედ ეს არის ევროპული პერსპექტივა და ამასთან ცოტა აცდენილები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს და არ ვიცი, რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? – აცდენილები და არეულები არიან. სინამდვილეში, მათ არ სჭირდებათ ევროინტეგრაცია, მათი მთავარი საზრუნავია ივანიშვილისა და მისი მილიარდების გადარჩენა.

„ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12 პუნქტი, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ამის შესრულება არის რეალური. ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები. „ქართული ოცნება“ თუ პირობების შესრულებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაშინ ერთი შანსი უნდა მივცეთ, მაგრამ არა იმ პირობით, რომ მომავალში გადაგვაგდონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.