გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა

გორში, სტალინის გამზირზე 5 წლის ბავშვს საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიის განცხადებით, ამ კორპუსთან ის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, რაც სტალინის გამზირს ეხება და სამშენებლო რისკებთანაა დაკავშირებული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ფიცარი ერთ-ერთი ბინის აივნიდან ჩამოვარდა და ეზოში მოთამაშე ბავშვს დაეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვი კლინიკა გორმედში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაშავებულ ბავშვს თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.