სოსო გოგაშვილი: მინდა ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი სისტემის ნაწილი, რომელიც მათ დღემდე დევნის

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს

გოგაშვილი უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სისტემა, რომლის ნაწილიც თავადაც იყო, მათ დევნიდა და დღემდე დევნის.

ჩვენს მეგობარ უკრაინას, რომელიც ოკუპანტებთან ომს აწარმოებს, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და მინდა ვუსურვო რაშისტებზე გამარჯვება. ეს ჩვენი ქართველების გამარჯვებაც იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ მეომრებს იმ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რასაც ისინი ავლენენ ფრონტის წინა ხაზზე. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროვებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარულები იყვნენ უკრაინის მიმართდა სურვილი ჰქონდათ ებრძოლათ რუსეთის სისტემის წინააღმდეგ, დევნა დღემდე გრძელდება, რაც ბიჭებმა კარგად იციან. მიიღეთ პირადად ჩემგან ბოდიში იმ სამარცხვინო საქციელის გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დამთავრდეს. უფალი გფარავდეთ დაგეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი და ძალა, დიდება და გამარჯვება საქართველოსა დაუკრაინას!”, – წერს სოსო გოგაშვილი.