რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში ბინა გატეხეს და შეიჭრნენ

რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ბინა გატეხეს და შეიჭრნენ.

როგორც ირკვევა დანაშაულის ჩამდენი პირები ამავე ბინაში მდგმურები იყვნენ და ქირის გადაუხდელობის გამო მეპატრონემ მათ სახლი დაატოვებინა.

რუსეთის მოქალაქეები უნებართვოდ საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე იმყოფებიან, ადგილზე მისულ ადვოკატს კი შეჭრილი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანამ უკვე გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.