დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამეფო ოჯახი Twitter-ზე ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა. დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

დედოფალ ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ელისაბედის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა, რომელიც მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.