საქართველოს კონკურენციის სააგენტო განმარტებას აკეთებს

Booking.com-ის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო განმარტებას აკეთებს 

საქართველოკონკურენციის სააგენტოში სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ-პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ შესული განცხადების შესწავლას არასწორი გამოხმაურება მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

კონკურენციის სააგენტო მხოლოდ იმ განცხადების დასაშვებობას განიხილავს, რომელიც 15 ნოემბერს,  არასამთავრობო ორგანიზაციამ “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი” შემოიტანა. ავტორი მიიჩნევს, რომ  Booking.com-ის მიერ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულების  ერთ-ერთი  მუხლი,  კონკურენციის სამართლის კუთხით, პრობლემურია.

გვსურს განვმარტოთ, რომ კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს  ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე და საკითხი ამომწურავად შეისწავლოს.

საკითხის სიღრმისეული კვლევის მიზნით, იგეგმება Booking.comის  წარმომადგენლებთან  გასაუბრება.  უკვე გამოთხოვილია ინფორმაცია სასტუმროების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან, კერძოდ, მათსა და Booking.com-ს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის” ხელთ არსებული ინფორმაცია და ა.შ.

დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით, სააგენტო 10 იანვრამდე გადაწყვეტს.

კომენტარის დატოვება