430 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 58 580 (+430) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.09-მდე

  • ტანკები – 2 325 (+13);
  • ჯავშანტექნიკა – 4 909 (+20);
  • საარტილერიო სისტემები – 1385 (+4);
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 331 (+0);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 175 (+0);
  • თვითმფრინავი – 262 (+0);
  • ვერტმფრენები – 224 (+0);
  • ოპერატიულტაქტიკური დონის დრონები – 995 (+6);
  • ფრთოსანი რაკეტები – 246 (+4);
  • მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0);
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 751 (+9);
  • სპეციალური ტექნიკა – 131 (+0).

გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.