ვალუტის კურსი 6 ოქტომბრისთვის – რა ღირს დღეს დოლარი და ევრო?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8055 ლარი გახდა.

გუშინ მოქმედი კურსი 2.8150 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7825 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.