„ასე ხდება რუსეთში…” – მელია წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვას გამოეხმაურა.

„ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.
ასე ესმით თანამშრომლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.
ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო  არ გახდება ასეთი – ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება – არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!”

წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას გია ხარჩილავას ავტომობილი მისივე სახლის წინ, დაწვეს. დაწმვარი მანქანა  ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება  სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.