„კალაძესაც კი არ ვუსურვებ ახლა კალაძის ადგილზე ყოფნას” – ქეთი დევდარიანი

სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„კალაძესაც კი არ ვუსურვებ ახლა კალაძის ადგილზე ყოფნას.

კორუფცია და მაფიოზური დარასკლადებები მხოლოდ თავისუფლებას და თავმოყვარეობას კი არა, სიცოცხლესაც ართმევს ადამიანებს.” – წერს დევდარიანი.

ცნობისთვის, დღეს სამი ბავშვი ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის გამო, ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 13 წლის გოგო დაიღუპა.