ვალუტის კურსი 14 ოქტომბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7741 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6970 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა.