„არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში…” – კობახიძე გონჩარენკოზე

„ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებას ივანიშვილის დასანქცირებაზე.

ოლექსეი გონჩარენკოს თქმით, სანქცირებულთა სიაში ივანიშვილის გარემოცვის შეყვანა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ „ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე რეზოლუციას ხელი არ მოაწერა.

„გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში ამ კაცს. თვითონ კიეველები არ სცემენ პატივს და ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ” – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს „ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა.

მიზეზი კი ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პუტინის პატიმრად მოხსენიებაა.