მეორე მიწისძვრა საქართველოში – ნახეთ სად დაფიქსირდა ეპიცენტრი

დღეს საქართველოში მეორე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 13:39 საათზე, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან მოხდა 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა” – წერია განცხადებაში.

პირველი მიწისძვრაც წალკაში, სოფელ მამიშლართან მოხდა.

„დღეს, თბილისის დროით 13:20 საათზე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა” – ვკითხულობთ განცხადებაში.