ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფია მობილიზებული.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.