ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – არის მსხვერპლი

სენაკში, სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.