ბავშვმა ქარელში სახლი გადაწვა – როგორია ოჯახის წევრების მდგომარეობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში ბავშვმა შემთხვევით სახლი გადაწვა.

თვითმხილველი „მოზაიკას” უყვება, რომ მე-2 კლასელი ბავშვი ცეცხლის დანთებას ცდილობდა.

„რა დროსაც ღუმელში ბენზინი შეასხა, აალებამ კი სახლში არსებული გაზის ბალონის აფეთქება გამოიწვია. ბავშვი გადარჩა, თუმცა დედამ ხელზე და ფეხზე დამწვრობა მიიღო” – განუცხადეს „მოზაიკას”.

წყარო: მოზაიკა