გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი ივლის

გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებელმა მოძრაობა გაანაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატარებელი ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს რეისს თბილისი-გარდაბნის მიმართულებით, რომლის დროსაც რუსთავსაც გაივლის.

მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება.

გასვლა თბილისიდან – 7:10, ჩასვლა გარდაბანში – 8:13

გამოსვლა გარდაბნიდან- 8:25, ჩამოსვლა თბილისში – 9:32

გასვლა თბილისიდან – 19:00, ჩასვლა გარდაბანში – 20:05

გამოსვლა გარდაბანიდან – 20:20, ჩამოსვლა თბილისში 21:26

ფოტო: ღია რუსთავი