ანი წითლიძე შეუძლოდ გახდა | პარლამენტში სასწრაფო გამოიძახეს

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე შიმშილობის მე-6 დღეს შეუძლოდ გახდა.

დავით კირკიტაძის განცხადებით, პარლამენტში ამ დროისთვის სასწრაფო დახმარებას ელოდებიან.

„ფაქტია, რომ ანა შეუძლოდაა. ველოდებით მედიკოსებს, რომ მას ჩაუტარდეს საჭირო პროცედურები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, უკვე მე-6 დღეა პარლამენტში შიმშილობენ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები: ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია.