„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დღეს იწყება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. საარჩევნო კომისიის წევრებმა ბოლო ტექნიკური დეტალები უკვე შეათანხმეს. დღეს, პარტიის ფეისბუქგვერდზე გაიხსნება სპეციალური ფანჯარა, რომლის საშუალებითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციას გაივლიან.

როგორც ცნობილია, სარეგისტრაციო პროცესი 26 იანვრის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ენმ-ს ამომრჩევლები შეძლებენ და ამისთვის თითოეული დარეგისტრირებული პირის გაფილტვრა მოხდება.

რეგისტრაციაც და ხმის მიცემის პროცესიც ფარული იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.