საგარეჯოში დაღუპულთა შორისაა ჩვენი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე ზაქრო მათიაშვილი | წითელი ჯვარი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, საგარეჯოში შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლა მათი მოხალისე საგარეჯოდან.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან. მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.