„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ!” – ზარქუა ლევან ხაბეიშვილს

„ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას:

„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, “ხაბე” თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი “ხაბე”, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე. “ხაბე” არის სიმბოლო “ნაცების” – მორჩა! ერთი მინდა ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე და ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ, გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას როგორ უნდა მუშაობა. გამიხარდება, თუ წინამორბედების შეცდომებზე ისწავლის და იმუშავებს, თუ არა და იქვე ჰყავს ბევრი ალტერნატივა და ამას თქვენც მალე ნახავთ”, – განაცხადა ზარქუამ.