ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში | დაშავებულია ერთი ადამიანი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა ნიუსი“  ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა ტრავმით მოათავსეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.