“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გახდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა, ხოლო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. გადაწყვეტილება პარტიის რიგით მე-10 ყრილობაზე მიიღეს, სადაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

ცნობისთვის, ყრილობას ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები არ ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58% მიიღო.

ნახეთ ასევე: ენმ-ს ახალი პოლიტსაბჭო ჰყავს | ცნობილია წევრების ვინაობა