ყაზახეთში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთის სამხრეთით 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაცის ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმოლოგიური ექსპერიმენტული და მეთოდოლოგიური ექსპედიცია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბიძგები ადგილობრივი დროით 19:02 საათზე დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი  ალმათის დასავლეთით 628 კილომეტრში მდებარეობდა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.