დღეს, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 10 საათით შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

GWP მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

“1 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში,კრწანისის ქ. N56-თან  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1 მარტს 22:00 საათიდან  2 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:
კრწანისის N 56-98 (ლუწებს), N 49-85 (კენტებს), კრწანისის მე-2 შესახვევს, კრწანისის მე-3 გასავალს, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს) ქუჩებს” – წერია ინფორმაციაში.