დაკავებების სერია რუსულ სტილში | გუშინ, შსს-მ 36 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის, 2 ჟურნალისტი

რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, გუშინ, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიების იარაღებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა პოლიციელებმა 36 მოქალაქე დააკავეს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ნადირობა ჟურნალისტებზეც დაიწყო და, მხოლოდ გუშინ, 2 მათგანი დააკავა: “პუბლიკას” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და “ტაბულას” რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი.

აქციის დარბევისას დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.