უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს შესაძლებელი გახდა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების უკრაინაში დაბრუნება, საუბარია 17 სამხედროზე.

“რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, დღეს შესაძლებელი გახდა უკრაინის 17 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება” – წერია განცხადებაში.

დღემდე უკრაინამ 1426 დამცველის ცხედარი დაიბრუნა.