„ოლიგარქი პლახოტნიუკი პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს. იგივე დაემართება ივანიშვილსაც” – ანა ფოტიგა

მინდა გავიხსენო მოლდოვის მაგალითი, როდესაც ევროპარლამენტიდან უზარმაზარი ზეწოლა განხორციელდა და საბოლოოდ გვქონდა შედეგი – ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იგივე დაემართება ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ახლა დაკავშირებულია საქართველოს პრორუსულ ორიენტაციასთან [ფორმულა]

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე თემაზე: „პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი”.