დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ მედიკამენტზე ამოქმედდა | ჯანდაცვის სამინისტრო

დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი უკვე 1100-ზე მეტ მედიკამენტზე მოქმედებს.

„რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან” – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.