სააკაშვილს მიეცა თეორიული შანსი რეალურად განახლდეს პარტია

,,ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. ბოკერია- უგულავა- ბაქრაძის ფრთის წევრების მიერ პარტიის დატოვებას არჩილ გამზარდია ეხმიანება:

-„ნაციონალურმა მოძრაობამ” ისე ერთიანად მოიშორა ერთმანეთზე არასასურველი სახეები, რომ თან მთელი მორალური უპირატესობა სააკაშვილს დაუტოვა, თუ რამ შეიძლება ჰქონოდა. თავის მხრივ, სააკაშვილს მიეცა თეორიული შანსი რეალურად განახლდეს პარტია, ისე რომ სავაჭრო ნიშანი, კვალიფიციური პარტიის სტატუსი და კვოტები დარჩა, ხოლო სიახლის პერსპექტივა გაეზარდა, თან ისე რომ თითქმის ნახევარ მილიონიანი ელექტორატი შეინარჩუნა.

რაც შეეხება უგულავას, მას აქვს თეორიული შანსი ნაციონალების ელექტორატის დატაცების, მაგრამ არა იმ გუნდით რომელშიც აღმოჩნდა“-აცხადებს გამზარდია.

კომენტარის დატოვება