ბაგებში კაცს თავს დაესხნენ

თბილისში კაცს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარ თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება 126 -ე მუხლით დაიწყო.